The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გელაშვილი

ლევან გელაშვილი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1984  (41 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2005 წელს; მაგისტრატურა 2007 წელს და დოქტორანტურა 2018 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005 წელს.

2014 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შტატგარეშე თანამშრომელია; 2018 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; მისი ინტერესის სფეროა ქართული მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, ლიტერატურისა და კინოს ურთიერთმიმართების საკითხები; იგი არის შემდგენელი კრებულებისა "ქართული ავანგარდიზმი" (2021) და "საქართველოს კინოთეატრები. Georgian Movie Theaters. ქრონიკები, 1920-1990 წწ." (2022). დაჯილდოებულია წლის ეროვნული ჯილდოთი, პირველი ფერადი ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაშის შექმნისთვის (2016). კინომცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი (2019). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: