The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე გოგიაშვილი

ელენე გოგიაშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1975  (50 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს; ასპირანტურა 2001 წელს. მიღებული აქვს სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები გერმანიაში: გიუნტერ ფინდელის (1998-1999), მაინცის ევროპის ისტორიის ინს-ტის (2000-2002), DAAD (2004, 2009, 2001), ვოლფენბიუტელის ჰერცოგ აუგუსტის ბიბ-კის (2005, 2007), ფრიც ტისენის (2008-2009) სტიპენდიატი ერფურტის უნ-ტსა და გოთას სამეცნ. ბიბ-კაში.

2003-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი; 2006-2018წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; კითხულობს საუნივერსიტეტო კურსებს სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში: ზღაპრის მორფოლოგია, თანამედროვე თეორიები მითოლოგიასა და ფოლკლორისტიკაში, ამერიკის ხალხთა მითოლოგია, სკანდინავიური მითოლოგია, ჩერქეზული ფოლკლორი და ლიტერატურა და სხვ.; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვული სამეცნიერო ფონდის პროექტი "აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები" (2019); ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 30-მდე უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2018).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯადოსნური ზღაპრის მითოსური და რელიგიური ასპექტები" (ხელმძღვანელი პროფ. ზურაბ კიკნაძე), დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ზღაპრის საზოგადოება (Europäische Märchengesellschaft), წევრი (2001-)
  • ვარშავის უნივერსიტეტის ზღაპარმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოება (Interdyscyplinarny Bajkoznawczy Zespół Badawczy), წევრი (2019-)
  • ფოლკლორის საერთაშორისო საზოგადოება (ISFNR), წევრი (2014-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    ქართველოლოგიის დარგში

გააზიარე: