| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გუჯეჯიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დამთავრა: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1956 წელს; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1963 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი 1969 წელს. 1956-1958წწ. ხირსის ღვინის ქარხანა, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1963-1969წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ-მუშაკი; 1969-1981წწ. წინანდლის საწარმოო გაერთიანების მთავარი მეღვინე; 1981-1989წწ. მანავის ღვინის კომბინატის დირექტორი; 1989-1991წწ. მარნეულის რაიონის აგროსამრეწველო-სავაჭრო ფირმა "თამარისი", მთავარი მეღვინე; 1991-1992წწ. თბილისის კონიაკის ქარხნა, დირექტორი, დირექტორის მოადგილე; 1996-1997წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. არჩეული იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის მსუბუქი და აგროსამრეწველო განყოფილების მრჩევლად. 1973 წელს სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა თურქეთში, იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე, 1980 წელს ქ. მიუნხენში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენაზე "იკოფა - 80". გამოქვეყნებული ჰქონდა 26 სამეცნიერო შრომა, რამდენიმე მონოგრაფია. იყო სამი გამოგონების ავტორი. მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა არაერთი ახალი მარკის ღვინო და კონიაკი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.191-192 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

