| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მორიც ფონ ენგელჰარდტი![]()
ბიოგრაფია1810 წელს მეცნიერმა მორიც ფონ ენგელჰარდტმა მეგობართან – ფრიდრიხ პაროტთან ერთად, ე. წ. "ჰუმბოლტდის მარშრუტით" კავკასიაში პირველი კვლევითი მოგზაურობა განახორციელა. ურთულესი ბუნებრივი პირობებისა და მწირი ტექნიკური აღჭურვილობის მიუხედავად, მათ შეძლეს ზღვის დონიდან 4226 სიმაღლეზე, ყაზბეგის მწვერვალზე ასვლა. გერმანელი მკვლევრები ასე აღწერდნენ ყაზბეგს: "...ერთი შეხედვით, თითქოს ჩვენ ირგვლივ მკვდარი იყო ყოველივე, მაგრამ როდესაც მოვბრუნდით, ვნახეთ, რომ ქვევით სიღრმეში ჩანდა საოცარი სიმწვანე". კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები მორიც ფონ ენგელჰარდტმა აღწერა წიგნში "მოგზაურობა ყირიმსა და კავკასიაში", რომელიც 1815 წელს ბერლინში გამოიცა. ნაშრომში ავტორს ცალკე ქვეთავად აქვს გამოყოფილი "ყაზბეგის მთები". მინერალოგი. (მორიც ფონ ენგელჰარდტისა და ადოლფ ბასტიანის მოგზაურობათა ჩანაწერები საქართველოს შესახებ / მერაბ სულაბერიძე. საერთაშორისო კონფერენციის "ჰაინრიხ თეოდორ ველეს მოგზაურობა საქართველოში" მასალები / თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 2009. 978-9941-12-605-5 გვ. 125-137). წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.114
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

