| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოტფრიდ მერცბახერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაიერსდორფი. გერმანელმა მკვლევარმა გოტფრიდ მერცბახერმა კავკასიაში ორი ექსპედიცია მოაწყო: ცენტრალურ (1891) და აღმოსავლეთ (1892) კავკასიონზე. მისი მოგზაურობა დაიწყო სვანეთიდან. დალაშქრა უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი, თებულო, დიკლოს მთა და იალბუზი; მოინახულა მდ. რიონის სათავეები და ბაქსანის ხეობა; ალპინიზმის ისტორიაში პირველი ავიდა დონღუზ-ორუნის (4454 მ) ჩრდილოეთ ქედზე, ჯიმარაი-ხოხზე (4780 მ), თებულოს მთასა (4493 მ) და კომიტოზე (4261 მ); იმოგზაურა ასევე ხევსურეთის (ამღა, გურო, შატილი, არდოტი და სხვა), თუშეთის (ომალო, დართლო, გირევი, ჩიღო, დიკლო) სოფლებში, გადავიდა ჩრდილო კავკასიაში, მოიარა დაღესტნისა და ოსეთის მთების, დასახლებული პუნქტები და დაბრუნდა თბილისში, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრა; კავკასიაში ორი მოგზაურობის შედეგად შეკრებილი ვრცელი მასალა შეიტანა ორტომეულში "კავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან". გამოცემა გამოირჩევა მეცნიერულად ღირებული მასალის სიუხვით, სადაც მოცემულია მაღალმთიანეთის გეოლოგია, კლიმატი, უღელტეხილების (ჯვარი, მამისონი, დათვისჯვარი, როკი) გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა, მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა; დაგვიტოვა კავკასიის მწვერვალების შთამბეჭდავი ფოტოები და უდიდესი სიზუსტით შედგენილი ტოპოგრაფილი რუკები; წიგნში გამოყენებულია კავკასიის ბუნების და იქ მცხოვრები ხალხის ყოფის ამსახველი ილუსტრაციები და მდიდარი ფოტომასალა; შექმნა ცენტრალური კავკასიის პირველი სრულყოფილი რუკა, რომელიც დღემდე ნებისმიერი მოგზაურის თუ მთამსვლელის აუცილებელი ატრიბუტია; კავკასიის ექსპედიციის შემდეგ იმოგზაურა აფრიკასა და ინდოეთში, გამოიკვლია ტიან-შანის მყინვარები, აღმოაჩინა ხან-ტენგრის გრანდიოზული მწვერვალები, რამაც მას მსოფლო აღიარება მოუტანა; ალპინიზმსა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა მრავალი ჯილდო და პრემია, მიუნხენში მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ ქუჩას, ყირგიზეთში კი – მის მიერ აღმოჩენილ ტბას. მას მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტმა დოქტორის წოდება მიანიჭა. კარტოგრაფი, ბუნებისმეტყველი, ალპინისტი, მოგზაური. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.123; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია : ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო ენციკლოპედია : georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

