| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდადის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სოხუმში) ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1956-1959წწ. იყო ქუთაისის საკონსერვო ქარხნის ბრიგადირი; 1959-1964წწ. მაიაკოვსკის (ბაღდადის) ქარხსამმართველოს დიმის ღვინის ქარხნის ბრიგადირი მეღვინე; 1964 წელს დიმის კონიაკის ქარხნის ოსტატი; 1964-1967წწ. ობჩის ღვინის ქარხნის ოსტატი; 1967-1972წწ. ვანის ღვინის ქარხნის ოსტატი, მეღვინე; 1972-1973წწ. მაიაკოვსკის (ბაღდადის) ქარხსამმართველოს წითელი ხევის ღვინის ქარხნის ოსტატ-მეღვინე, უფროსი ოსტატი; 1973-1992წწ. ვარციხის ღვინის ქარხნის ოსტატი, წარმოების უფროსი, დირექტორი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.194
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

