| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუნუ გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1962 წელს; გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1963 წელს. 1990-2005წწ. ასწავლიდა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში თურქულ ენას; 2005-2008წწ. თავისუფალ უნივერსიტეტში; 2009-2021წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა კურსებს: თურქული ენა, თურქული დიალექტოლოგია, თურქული ლექსიკოლოგია; მისი კვლევის სფეროებია: ქართული დიალექტებში ნასესხებ აღმოსავლური წარმომავლობის სიტყვათა ეტიმოლოგიის საკითხები, თურქიზმები ქართულ ონომასტიკაში, არქაიზმები თურქეთის ქართველთა მეტყველებაში, ქართველიზმები ჩრდილო აღმოსავლეთ ანატოლიის თურქულ დიალექტებში. მისი ნაშრომებია: "ქართველიზმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის თურქულ დიალექტებში: (ყარსი, არზრუმი, ჭოროხი, ორდუ, ტრაბზონი, რიზე და მისი შემოგარენი", 2006), "ქართულ დიალექტებში ნასესხებ თურქიზმთა ეტიმოლოგიისათვის" (2014), "აღმოსავლური წარმოშობის ლექსიკური ელემენტები საქართველოს მთის (მთიულური, გუდამაყრული, თიანური) დიალექტებში" (2015), თურქოლოგი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი (1968). დაჯილდოებულია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (2018). ფილოლოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1967). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

