The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლაუდიო დებიაზი

კლაუდიო დებიაზი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1954  (72 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ტექნოლოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. როვერეტო, იტალია.

დაამთავრა კომერციულ-ტექნიკური ინსტიტუტი ვაჭრობა-ეკონომიკის ექსპერტის სპეციალობით; 1973-1980წწ. ვერონასა და ურბინოს უნივერსიტეტებში სწავლობდა უცხო ენების ფაკულტეტებზე.

1983-1988წწ. ტრენტინო–ალტო–ადიჯეში საშუალო და ტექნიკურ სკოლების გერმანული და იტალიური ენების მასწავლებლად მუშაობდა. 1985-1986წწ. სტაჟირებაზე იმყოფებოდა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში.
1988 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში. ის იყო ვატიკანის საელჩოს უფლებამოსილი პირი საქართველოში ადმინისტრაციულ საკითხების მოგვარებაში (1990); 2003-2005წწ. ევროპის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი იტალიის საელჩომ დანიშნა საქართველოში მყოფი იტალიელი ბიზნესმენების კოორდინატორად (2006). მისი თანაავტორობით გამოიცა იტალიურ–ქართული ლექსიკონის I (1999) და II ტომი (2004). მეცნიერის მონაწილეობით გამოიცა ქართული ენის სახელმძღვანელო იტალიელებისათვის (2002). აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში (2004). საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-კულტურული კონტაქტების დამყარების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (25. 06. 2007).  

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: