| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუდიკო ჯაოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: საკავშირო კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად, ტექნოქიმიური ლაბორატორიის გამგედ; საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტორს "საქეთერზეთების" ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორად; 1978-1989წწ. ყურძნის წარმოების და გადამუშავების მთავარი სამმართველოს გასაღების და საექსპორტო მიწოდების განყოფილების უფროსად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. გამოქვეყნებული ჰქონდა 22 სამეცნიერო ნაშრომა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.197
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

