| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1961წწ. საქართველოს სარეწაო დამზღვევი საბჭოს ჯანპუნქტის ექიმი; 1961-1978წწ. თბილისის ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილების და ელექტრო-კარდიოგრაფიული კაბინეტის ექიმი-კარდიოლოგი; 1978-1990წწ. თბილისის ქალაქის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს (ამჟამად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს კლინიკური საავადმყოფო) ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგე; 1990-2003წწ. ამავე კაბინეტის ექიმი, შემდეგ აქვე - მიმღები განყოფილებისა და ელექტრო-კარდიოგრაფიული კაბინეტის ექიმი-კარდიოლოგი. გაიარა კვალიფიკაციები ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: თერაპიაში, გადაუდებელ თერაპიაში, კარდიოლოგიაში. ექიმი-კარდიოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.345-346
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

