The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ტიმოფეევი

ალექსანდრე ტიმოფეევი
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1929  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატყეო განყოფილება.

1919 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში ვასილ ალექსანდროვის ხელმძღვანელობით. 1929 წელს დაინიშნა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. ინსტიტუტის დამთავრებამდე ტიმოფეევი არჩეულ იქნა უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად, ხოლო 1929 წელს – ლექტორად. ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში ნაყოფიერად მუშაობდა ვასილ ალექსანდროვის ხელმძღვანელობით. ისინი ერთობლივად აქვეყნებენ კვლევის შედეგებს ქართულ, რუსულ და გერმანულ ჟურნალებში:  "ფოთლის აგებულება და წყლით მომარაგება" (ვ. ალექსანდროვი, ო. ალექსანდროვა, ა. ტიმოფეევი, 1921), "ღეროს აგებულების პროექციისათვის ფოთლის აგებულებაზე მერქნიან მცენარეებში" (ვ. ალექსანდროვი, ა. ტიმოფეევი, 1923), "სახამებლის შემცველობის დღეღამური ცვლილება ფოთლებში, რომლებიც წვრილი ძარღვების ირგვლივ შეიცავს გამოკვეთილ პარენქიმატოზულ შემომფენს" (ვ. ალექსანდროვი, ა. ტიმოფეევი, ქ. ცხაკაია, მ. შანიძე, 1926), "ღეროსა და ყუნწის წყლის გამტარი სისტემის რიცხობრივი აღრიცხვის ცდა" ( ვ. ალექსანდროვი, ო. ალექსანდროვა, ა. ტიმოფეევი, 1926),  "მუღანის გელის ჰალოფიტების ანატომიური ანალიზი" (ა. ტიმოფეევი, 1929); დამოუკიდებლად ჰქონდა გამოქვეყნებული ორი ნაშრომი. ორივე დაიბეჭდა რუსული ბოტანიკური საზოგადოების ჟურნალში; პირველი ნაშრომი ეხებოდა სახამებლის გარდაქმნის თავისებურებას კაკლის (Juglans regia) მერქანში (1923), რომელშიც ავტორი იკვლევს მერქნის უჯრედებში სამარაგო ნივთიერებათა მდგომარეობის დამოკიდებულებას გარემოიანი ფორების არსებობაზე; მეორე ნაშრომში განხილულია მერქნის გულის წარმოქმნის პროცესი კევის ხის (Pistacia mutica) მაგალითზე (1928). ვ. ალექსანდროვის ხელმძღვანელობით ლაბორატორიაში მიმდინარეობდა მეტად მნიშვნელოვანი კვლევა მცენარეების ფოთლებში ასიმილატების სინთეზსა და ტრანსპორტირებაში შემომფენი უჯრედების როლისა. კვლევებს ატარებდნენ ა. ტიმოფეევი, ქ. ცხაკაია და მ. შანიძე. ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა ამ საკითხს, გამოქვეყნდა რუსული ბოტანიკური საზოგადოების ჟურნალში 1926 წელს. 1929 წლის 29 დეკემბერს ალექსანდრე ტიმოფეევი მოულოდნელად მენინგიტით გარდაიცვალა. 

წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები  = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე.-თბ.,2016.-გვ.27-36


გააზიარე: