The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ანდრიაძე

ივანე ანდრიაძე
Other name:ღუღუნი ანდრიაძე
Date of birth:7 June, 1948
Date of death:21 May, 1998  (at 49 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1974წწ. ქ. გორის მედსანნაწილის ექიმი-ლარინგოლოგი; 1974-1975წწ. რესპუბლიკური კლინიკური ონკოლოგიური დისპანსერის ექიმი-ლარინგოლოგი; 1975-1984წწ. ქ. თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს მიმღები მორიგე ექიმი-ლარინგოლოგი; 1984-1986წწ. ამავე საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების ექიმი-ლარინგოლოგი; 1986-1998წწ. ამავე საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების უფროსი; 1977-1978წწ. ქ. ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით გაიარა ფრანგულ ენაში სპეციალური მომზადების კურსები საზღვარგარეთ მივლინებისათვის; 1979-1982წწ. მივლენილი იყო ალჟირის რესპუბლიკის ქ. ტლემსენის ჰოსპიტალში ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგედ, მან წარმატებით ჩატარებული უამრავი ოპერაციის გამო ალჟირის რესპუბლიკის საკავშირო საკონსულოს მადლობა დაიმსახურა; 1988-1989წწ. იგი მოხალისედ თავდადებით მუშაობდა როგორც სასწრაფო დახმარების ექიმი; მან როგორც ქველმოქმედმა თბილისში გახსნა მრავალპროფილიანი სამედიცინო კოლეჯი (1992, დღემდე ფუნქციონირებს და გამოუშვა 600 ექთანი და კბილის ტექნიკოსი), თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტი (1995), ეგრეთ წოდებული "ელიავას ბაზრობა" (1994, ელიავასა და ხოშარაულის ქუჩების მიმდებარედ ნაგავსაყრელ ტერიტორიაზე მოაწყო ავტო, სამშენებლო, სანტექნიკური ნაწილებისა და სურსათის ბაზრობა, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდა.), თბილისში ბაქოს ქუჩაზე ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა კერძო სამედიცინო კოლეჯი და სტომატოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც მის სახელს ატარებს. ექიმი-ლარინგოლოგი, ქველმოქმედი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.379-382


Share: