The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ჩხუბიანიშვილი

იოსებ ჩხუბიანიშვილი
Other name:სოსო ჩხუბიანიშვილი
Date of birth:1907
Date of death:1952  (at 45 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი, სატყეოს განხრით.

სწავლის პერიოდში მონაწილეობდა ტყისმოწყობის ექსპედიციებში ტაქსატორად; დაინიშნა ბაკურიანის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ გადაიყვანეს აბასთუმნის სატყეო მეურნეობაში; 1930 წელს ჩააბარა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის სპეციალობით და მივლინებული იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში; 1938 წელს გამოაქვეყნა სტატია: "ზოგიერთ მარცვლოვანთა ფესვების ანატომიური გამოკვლევა ჯაგრისისა და ძაფსახვევ წარმოებაში მათი გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით"; 1933 წელს ბოტანიკური ბაღის შრომებში გამოაქვეყნა სტატიები: "მასალები Corylus colchica Alb-ის ანატომიისათვის"; 1941 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიუტის შრომებში დაიბეჭდა: "ევკალიპტების ზოგიერთი სახეობის მეორადი მერქნის აგებულება"; 1942 წელს - "მასალები Danac, Ruskus, Smilax-ის ღეროს შედარებითი ანატომიისათვის"; 1937 წელს რუსულიდან თარგმნა ლ. ივანოვის სახელმძლვანელო "მცენარეთა ანატომია", 1951 წელს გამოსცა"მერქნის სარკვევი". 1944 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შრომებში გამოქვეყნებული აქვს სტატია: "მასალები ტყუპ ბაგეთა შესახებ"; ცნობილმა სისტემატიკოსმა ლუბა კემულარია-ნათაძემ გვარ ჰიერაციუმის ერთ-ერთ სახეობას იოსებ ჩხუბიანიშვილის პატივსაცემად უწოდა Hieracium Tschkhubianishwilii Kem.-Nath; კვლევითი მუშაობის პარალელურად იგი ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობასაც; 1938 წელს დაინიშნა სატყეო ფაკულტეტის დეკანად. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კითხულობდა შემდეგ საგნებს: მცენარეთა ანატომიის ზოგადი კურსი, მერქნიან მცენარეთა ანატომია და ფიზიოლოგია, ბოტანიკის საფუძვლები, მერქანმცოდნეობა. სტუდენტებთან ერთად მოვლილი ჰქონდა მთელი საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი. მასალებს აგროვებდა კავკასიის ფლორის შესასწავლად; 1951 წელს მზად ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია. სადოქტორო დისერტაცია ეხებოდა ცენტრალური კავკასიონის ქედის მაღალმთიანეთში მოზარდ მერქნიან მცენარეთა ანატომიას და ფიზიოლოგიას.  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიური ორეოფიტების ფოთლის ჰისტოლოგიური შესწავლის მასალების ანალიზი", დაიცვა 1938 წელს.

წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები  = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.57-63

Member of Organizations

  • საკავშირო ბოტანიკური საზოგადოება, ნამდვილი წევრი

Bibliography


Share: