| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ტიტვინიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად სტუ) არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტორის კვალიფიკაციით 1973 წელს; მოსკოვის სასწავლო ნაგებობათა ცენტრალური, სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის (ЦНИИЭП) ასპირანტურა 1983 წელს. 1973-1975წწ. იყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტის "სახგეოლმშენპროექტი", კავკასიის კომპლექსური განყოფილების არქიტექტორი; 1971-1977წწ. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მხატვარ-არქიტექტორი; 1977-1978წწ. თბილისის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო ბიუროს არქიტექტორი; 1983-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) არქიტექტურის ფაკულტეტის საპროექტო ბიუროს მთავარი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1988-1997წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერიმენტული, სასწავლო-საპროექტო-სამშენებლო საწარმო (ესსსს) არქიტექტურისა და დიზაინის საპროექტო ბიუროს უფროსი; 1994–2006წწ. სტუ-ის არქიტექტურის ინსტიტუტის დიზაინის №116 კათედრის დოცენტი, პროფესორი; 2006-2009წწ. სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიის "არქიტექტურული მოდელირების" მოდულის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2008-2012წწ. შპს ქართულ-ევროპული სასწავლო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. არქიტექტურული დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2009 წლიდან სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის №603 დეპარტამენტის "პლასტიკური არქიტექტურული მოდელირების" დისციპლინის წამყვანი პროფესორი; 2012-2014წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ), არქიტექტურული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოცემული პუბლიკაციების, სამეცნიერო სტატიების ავტორი. არის ორასზე მეტი არქიტექტურული და დიზაინერული პროექტის, მათ შორის, რეალიზირებული ობიექტების ავტორი. არქიტექტურის დოქტორი (2004), პროფესორი. წყარო: არქიტექტორი ზურაბ ტიტვინიძე : ნამუშევართა კატალოგი / ზურაბ ტიტვინიძე.-თბილისი,2018.-გვ.96 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

