| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრეი იაცენკო-ხმელევსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიროვობადი (ამჟამად განჯა), აზერბაიჯანი. დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტი. 1928 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. აქტიურად მონაწილეობდა პროფ. დ. სოსნოვსკის ექსპედიციებში კავკასიის დენდროფლორის შესასწავლად. ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდში, 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1931-1937წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით სატყეო ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად, ანატომია-ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. 1944-1955წწ. იყო ანატომიის ლაბორატორიის გამგე ერევნის უნივერსიტეტში. 1954 წელს სადოქტორო დისერტაციის მასალების გამოყენებით, ლენინგრადში დაიბეჭდა მისი მონოგრაფია "მერქნის ანატომიური კვლევის პრინციპები და მეთოდები". 1957 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის ქიმიოფარმაცევტული ინსტიტუტის ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის კათედრის პროფესორად. ამ პერიოდში დაიბეჭდა მისი სახელმძღვანელოები: "მცენარეთა ანატომიის მოკლე კურსი" (1961) და "სამკურნალო მცენარეები" (1961). გამოქვეყნებული აქვს 200 სამეცნიერო შრომა, რომელთა შორის ცნობილია: "მერქნის სისტემატიკის პრინციპები" (1948), "კავკასიური მერქანი". "შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვნები" (1954) და სხვა. 1958 წლიდან 30 წლის მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის ზოგადი ეკოლოგიისა და მცენარეთა ანატომია-ფიზიოლოგიის კათედრას, სადაც შექმნა მერქნის ანატომთა სკოლა. მისი ხელმძღვანელობით ლენინგრადში ყოველწლიურად ტარდებოდა საკავშირო სამეცნიერო კონფერენციები ე.წ. "Ивановские чтения", რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილ მეტყევეს, აკადემიკოს ლ. ივანოვს. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის სპეციალისტი, მეცნიერი-ენციკლოპედისტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მერქნის სისტემატიკის პრინციპები", დაიცვა 1948 წელს. წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.71-75 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

