| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერნსტ ვიქტორ ფონ ლაიდენი![]()
ბიოგრაფია1880 წელს ფრიდრიხ თეოდორ ფონ ფრიხსთან ერთად დააარსა კლინიკური მედიცინის ჟურნალი "Zeitschrift für klinische Medizin", 1881 წელს კი "Gesellschaft für innere Medizin". იგი მკურნალობდა გერმანიის იმპერატორ ფრედერიკ III-ს (ხორხის კიბო). 1894 წლიდან იგი იყო რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის მკურნალი ექიმი, შესაბამისად ჩამოვიდა საქართველოში, აბასთუმანში, სადაც რუსეთის იმპერატორი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. 1894 წელს ერნსტ ვიქტორ ფონ ლაიდენი დაჯილდოვდა წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით. მის სახელს უკავშრდება არაერთი კვლევა ტუბერკულიოზისა და ნევროლოგიური დაავადებების, ასევე პირველი საერთაშორისო კიბოს კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ჰაიდელბერგში, გერმანიაში, 1906 წელს და კიბოს კვლევის პირველი საერთაშორისო ასოციაციის დაარსება ბერლინში 1908 წელს. კენიგსბერგის, სტრასბურგის და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი, მედიცინის დოქტორი. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.138
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

