The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიდია ვასილევსკაია

ლიდია ვასილევსკაია
დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1960  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული ინსტიტუტი 1931 წელს ბოტანიკოს-ანატომის სპეციალობით.

1932 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, 1948 წლიდან - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის ძირითად სამუშაო თემატიკას წარმოადგენდა წიწვიანების, კერძოდ, ფიჭვების ფისის სავალი სისტემის შესწავლა. სამუშაოს ატარებდა ლევან ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. სწავლობდა შავი ზღვის სანაპიროს ფიჭვების წიწვის ანატომიურ აგებულებას. საკუთარი კვლევების საფუძველზე მან დაადგინა, რომ კავკასიის რელიქტური ფიჭვებისათვის ერთერთ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ფისის სავალების არსებობა წიწვის ცენტრალურ ცილინდრში. კვლევებით დადასტურდა ფიჭვის წიწვისა და მერქნის ფისის სავალ სისტემას შორის კავშირის არსებობა. მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "კავკასიური ფიჭვების ანატომიური დახასიათება" (1933); "ფიჭვის წიწვის გამტარ ძარღვში ფისის სავალების არსებობის შესახებ" (1936); "შავი ზღვის სანაპიროს ფიჭვების წიწვის ანატომიური აგებულება" (1946). ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წიწვისა და ტოტის ფისის სავალების ანატომიური კავშირი გვარ Pinus-ში /ზოგიერთი ფიჭევის წინვის აგებულების საფუძველზე შედგენილი სარკვევის დანართით/", დაიცვა 1945 წელს.

წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები  = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.76-81


გააზიარე: