The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფიოდორ შეფერი

Date of birth:18??
Date of death:1892
Category:Medical Doctor

Biography

1878 წელს ფიოდორ შეფერი ქალაქ ბათუმის ექიმად დაინიშნა. იმავდროულად, სასამართლო სამედიცინო ექიმის მოვალეობასაც ასრულებდა. იმ პერიოდისთვის ბათუმს სტაციონარი არ გააჩნდა. დანიშვნიდან ორი წლის შემდეგ სწორედ მან დააყენა საკითხი მოსახლეობისათვის ქსენონის (სახლი ავადმყოფთათვის) გახსნის თაობაზე, რომელსაც პატარა სტაციონარიც ექნებოდა. ასეთი დაწესებულება მართლაც გაიხსნა, მაგრამ ის დროებით, კერძო დაქირავებულ ბინაში მოათავსეს, ხოლო 1887 წელს, ფიოდორ შეფერის ინიციატივით, ყოფილ ვოზნესენსკის ქუჩაზე გაიხსნა 25-საწოლიანი ქსენონი. ეს იყო აჭარაში პირველი სახელმწიფო სამედიცინო სტაციონარული დაწესებულება, სადაც 1902 წლამდე მუშაობდა ფიოდორ შეფერი და 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტაციონარს. იგი 1892 წელს, ქოლერის პანდემიის დროს ავადმყოფებისგან ინფექციის გადადების შედეგად გარდაიცვალა.

წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.142;  რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.41



Share: