The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ბაკურაძე

ნინო ბაკურაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ასტრახანის მრეწველობისა და მეურნეობის ტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1988 წელს; ქ. ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დაუსწრებელი განყოფილება) ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით 2005 წელს.

1980-1981წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის სკოლა ინტერნატში; 1984-1986წწ. გემთშემკეთებელ ქარხანაში; 1986-1988წწ. იყო საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტექნოლოგი; 1988-1990წწ. ქ. ფოთის პროფ. სასწავლებლის კადრების ინსპექტორი, 1991-1992წწ. ამავე სასწავლებლის საწარმოო სწავლების ოსტატი, 2000-2007წწ. დირექტორის მოადგილე, შემდეგ პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი. 2008 წლიდან არის ქალაქ ფოთის სსიპ პროფესიული კოლეჯის "ფაზისის" დირექტორი.

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.145


გააზიარე: