| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰელენე კიობერი-ფრანკენი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მიტავა, კურლანდიის დედაქალაქი (დღევანდელი იელგავა, ლატვია). სამხატვრო განათლება თავდაპირველად მშობლიურ ქალაქ მიტავაში მხატვრებთან − ი. დიურინგსა და ი. ეგინკთან მიიღო. 1847 წელს დრეზდენში გაემგზავრა და ჯერ გიოტინგთან, შემდეგ კი პაულ ფონ ფრანკენთან სწავლობდა. მათ 1850 წელს იქორწინეს. 1853 წელს თავისი ნათესავების დახმარებით, რომლებიც რუსეთის არმიაში მსახურობდნენ, მეუღლესთან ერთად პეტერბურგის გავლით საქართველოში გაემგზავრა. თბილისში შეეძინათ ქალიშვილი, რომელიც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა I გიმნაზიის დირექტორ კარლ ფონ ჰანსს. მისი მემკვიდრეები დღემდე საქართველოში ცხოვრობენ. 1861 წელს პაულ ფონ ფრანკენი სამშობლოში დაბრუნდა, ჰელენე კი თბილისში დარჩა და ქალთა გიმნაზიაში ასწავლის ხატვას. 1884 წელს ჰელენე ფრანკენი ავადმყოფი მეუღლის თხოვნით დიუსელდორფში გაემგზავრა. პაულ ფრანკენმა თავისი ნამუშევრები მეუღლეს უანდერძა, რომელმაც ისინი 1886 წელს თბილისში წამოიღო. ჰელენე კიუბერ-ფრანკენი ძირითადად გრაფიკული პორტრეტის ჟანრში მუშაობდა და ქართველ დიდგვაროვანთა პორტრეტებს ქმნიდა. მათ დიდი მხატვრული ღირებულების გარდა ისტორიული მნიშვნელობაც ჰქონდათ. პასტელისა და აკვარელის ტექნიკით შესრულებული ჰელენე კიუბერის კამერული პორტრეტები ხასიათდება შესრულების მაღალი ოსტატობით, დახვეწილი კოლორიტითა და მხატვრულ სახეთა დამაჯერებლობით. რამდენიმე ფერწერულ ტილოზე იგი მეუღლესთან ერთად მუშაობდა. აკვარელით შეასრულა ძალიან დამაჯერებელი და ოსტატური ჩანახატები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხედებით. პორტრეტისტი, მხატვარ პაულ ფონ ფრანკენის მეუღლე. წყარო: გერმანელი მხატვრები და ქართული კულტურა / ნინო ჭოღოშვილი. ძველი ხელოვნება დღეს = Ancient art today / საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.-თბილისი,2017.-N8.-გვ.-20-33; XIX-XX საუკუნეების გერმანელი მხატვრები საქართველოში = Deutsche Maler des 19. und 20. Jahrhunderts in Georgien : საქართველოს ეროვნ. მუზეუმის კოლექცია : გამოფენის კატალოგი.-თბ.,2011.-გვ.42-47; ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.162
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

