The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ხვედელიანი

ნუგზარ ხვედელიანი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის დოქტურანტურა.

1974-1984წწ. იყო ქ. თბილისის კეთილმოწყობის და დიზაინის სამმართველოს საპროექტოს უფროსი არქიტექტორი; 1986-1990წწ. საქართველოს მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებული საპროექტო საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ბიუროს სპეციალიზებული საპროექტო საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ბიუროს დირექტორი; 1992  წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2009წწ. ასოციაცია "ატუ" საპროექტოს უფროსი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურული ბიუროს მთავარი არქიტექტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხუროთმოძღვართა საერთაშორისო თანამეგობრობის განმტკიცების საქმეში 2022 წლის 28 სექტემბერს გადაეცა არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის მედალი. არქიტექტურის დოქტორი (2014), პროფესორი. 

სადისერტაციო ნაშრომის თემა - "დრამატული თეატრების აკუსტიკის საკითხები (თბილისის მაგალითზე)".

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარე (2021-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი - აკადემიკოსი (2024-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი (2024-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 2006 - არქიტექტურული პრემია
    საუკეთესო საზოგადოებრივი შენობისთვის
  • 1978 - საქართველოს კომკავშირის პრემია (არქიტექტურის დარგში)

გააზიარე: