The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხომასურიძე

გიორგი ხომასურიძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1980
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 2004  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო სამკურნალო ფაკულტეტი 2002 წელს (პროფესია სამხედრო ექიმი, სამხედრო წოდება - უფროსი ლეიტენანტი); პარალელურად სწავლობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და დაამთავრა ტექნოლოგიური ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება ღვინის ტექნოლოგის სპეციალობით 2002 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის კათედრის ასპირანტი (2002 წლიდან, ხლმძღვანელი კათედრის გამგე, პროფესორი ო. გერზმავა).

იგი საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა - მისი მოღვაწეობის პერიოდში გააქტიურდა სტუდენტთა საფაკულტეტო თუ სრულიად საუნივერსიტეტო თვითმმართველობა, აღდგა და უფრო აღორძინდა სტუდენტური მხატვრული თვითშემოქმედება და სპორტული ღონისძიებები - გადახალისდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, შეიქმნა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფესვები", აღდგა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. ყველა ეს კოლექტივი წარმატებით მონაწილეობდა ქვეყანაში თუ უცხოეთში გამართულ ღონისძიებებზე. მან, სხვა სტუდენტებთან ერთად დასვა საკითხი და დადებითადაც გადაწყდა სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობის სამეცნიერო საბჭოში შეყვანის შესახებ. ასეთმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო სტუდენტების როლისა და უფლებების დაცვის გაზრდას. ხომასურიძემ დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტაძრის აღმშენებლობის დროს სტუდენტების დარაზმვის საქმეში. იგი სამეცნიერო მოღვაწეობასაც წარმატებით ეწეოდა, მოამზადა დისერტაცია საკვალიფიკაციო თემით: "სტუდენტთა ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მდგომაეობის სწავლისადმი მოტივაციის კომპლექსური სოც-ჰიგიენური შეთავსება".

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.397-400

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთა საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირი, თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტური ლიგა, პრეზიდენტი

გააზიარე: