The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია კვეზერელი-კოპაძე

მაია კვეზერელი-კოპაძე
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1979 წელს

1979 წელს მიენიჭა ფილოლოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სტატუსი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო პედაგოგის წოდება ქართველური ენების სპეციალობით (1996); 1987-1992წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად; 1992-2006წწ. იმავე კათედრის დოცენტად; 2006 წლიდან დაიწყო მუშაობა სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ჟურნალისტიკის მიმართულებით). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1987); 2010 წლიდან არის გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორი. 

სადისერტაციო თემა - "რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები ქართველურ ენებში (ისტორიულ-შედარებითი გამოკვლევა)".

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: