| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლ ცაარი![]()
ბიოგრაფიაკარლ ცაარის საქართველოში აგებულ არქიტექტურულ ნიმუშს მიეკუთვნება დავით სარაჯიშვილის სახლი, რომლის მშენებლობა 1903-1905 წლებში განხორციელდა. დავით სარაჯიშვილმა მამის დანატოვარი სახლის დანგრევა და ახალი სახლის აშენება გადაწყვიტა, რისთვისაც გერმანიიდან არქიტექტორი კარლ ცაარი მოიწვია. მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები – ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი. კარლ ცაარს ეკუთვნის ფორაქიშვილების დარბაზის ინტერიერის ჩანახატი, რომელიც, სავარაუდოდ, 1902 წელს არის შესრულებული და ქართული საცხოვრისის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.192-193; გერმანელი არქიტექტორები თბილისში = German Architects in Tbilisi / მაია მანია ; რედაქტორი დიმიტრი თუმანიშვილი ; ინგლ. თარგმანი ნინო მატარაძე ; დიზაინი გიორგი დემეტრაშვილი. თბილისი, 2018 (შპს "სეზანი").
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

