| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰერმან ბარტი![]()
ბიოგრაფიაჰერმან ბარტმა განათლება თბილისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, უმაღლესი განათლების დასაუფლებლად კი, პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1901 წლიდან მუშაობდა თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების საქმეთა მწარმოებლად, ხოლო 1910 წლიდან კი თბილისის საგუბერნიო ინჟინერი იყო. 1898 წელს მიხაილის პროსპექტზე ინჟინერს სახლი ააგო. მის მიერ აგებული შენობები გამოირჩევა არტ ნუვოს არქიტექტურული სტილით. მათ შორის, აღსანიშნავია კასპარ ვეტცელის შთამომავლის სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე, დუშეთის ყაზარმა, მცხეთის მახლობლად კარსნის მაგნიტური განყოფილების მთავარი შენობა. გერმანელი კოლონისტების შთამომავალი. საქალაქო ინჟინერი. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.195
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

