| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაულ გოთჰარტი![]()
Biographyარქიტექტორ პაულ გოთჰარტის ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ მან XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისში არაერთი გამორჩეული არქიტექტურული ნიმუში შექმნა. 1882 წელს განახორციელა ლუიზა მადერის ლუდის ქარხნის რეკონსტრუქცია; 1889 წელს ფრიდრიხ გასპარ ვეტცელის დაკვეთით შექმნა ლუდის ქარხნის პროექტი; 1894 წელს დააპროექტა კონსტანტინე ალიხანოვისა და ივანე ტაიროვის ზეთსახდელისა და საპნის დამამზადებელი ქარხნის კომპლექსი. პაულ გოთჰარტის პროექტით არაერთი საცხოვრებელი აიგო. მათ შორის, 1887 წელს იოსებ თამამშევის საცხოვრებელი სახლი (წინამძღვრიშვილის 51). მანვე, 1895 წელს გადააკეთა ვილჰელ მადერის სახლი (სანქტ-პეტერბურგის 2/84), სადაც შემორჩენილია დამკვეთის გვარი "მადერ". წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.197
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

