| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კობალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აქტობე, ყაზახეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს. 1994 წელს იყო გ. ლეონიძის სახელობით ქართული ლიტერატურის მუზეუმის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1997 წელს უფროს მეცნიერი თანამშრომელი; 1998 წელს სწავლული მდივანი; 2010 წელს იკონოგრაფიული კოლექციის კურატორი; 2001-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი (სპეციალობა ტექსტოლოგია-კოდიკოლოგია); 2004-2010წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. მისი გამოკვლევები ეხება მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხებს. 2006-2008წწ. ნ. კობალაძის მონაწილეობით მომზადდა გალაკტიონ ტაბიძის საარქივო გამოცემა ოცდახუთ ტომად. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

