| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო შავიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1987 წელს; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა სპეციალობით - მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია 2009 წელს. 1984-1987წწ. ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ჰიდროლოგიის განყოფილება, ტექნიკოსი; 1987-1995წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება, ინჟინერი; 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება მთავარი სპეციალისტი, მეცნიერ თანამშრომელი; 2007 წლიდან თბილისის 150-ე საჯარო სკოლა გეოგრაფიის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2015-2017წწ. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში უნივერსიტეტებში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე, კითხულობდა ლექციების კურსს შემდეგ დისციპლინებში: რეკრეალოგია და კურორტოლოგია, ეკოლოგიური ტურიზმი, ტურიზმის ბიზნესის საფუძვლები, ტუროპერეიტინგი, ექსკურსიათმცოდნეობა. მონაწილეობს სხვადასხვა გრანტსა და პროექტში. არის საქართველოს გეოგრაფიის მასწავლებლების ასოციაციის გამგეობის წევრი. 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი (2009), ასოცირებული პროფესორი (2015). სადისერტაციო თემა - "თრიალეთის მთიანი მასივის კლიმატურ-რეკრეაციული რესურსები და ტურისტული პოტენციალის შეფასება". წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

