The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ჭელიძე

ნანა ჭელიძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1969  (57 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი რადიო-ფიზიკის სპეციალობით 1992 წელს; ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დოქტურანტურა 2006 წელს.

1994-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ღრუბლების ფიზიკის ლაბორატორია, ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი; გამოქვეყნებული აქვს 45-მდე სამეცნიერო შრომა, აქედან არის რამდენიმე სტატიის ავტორი და 30-მდე სტატიების თანაავტორი. მონაწილეობას ღებულობს  ინსტიტუტის კონფერენციებში. არის პროექტის "საქართველოს ჰავა" ძირითადი შემსრულებელი. კვლევის შედეგები გარდა სამეცნიერო ანგარიშებისა გამოქვეყნებულია ინსტიტუტის შრომების კრებულში, აგრეთვე მონოგრაფიაში ცალკე ტომების სახით სხვადასხვა რეგიონებისათვის. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წვერი. ფიზიკა-მათემატიკის  აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "სინოტივის ემპირიულ-სტატისტიკური მოდელი საქართველოს ტერიტორიისათვის", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: