The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულჩინა კუჭავა

გულჩინა კუჭავა
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1956  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ანალიზური ქიმიის სპეციალობით1980 წელს; მოსკოვის ვ. ი. ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1974-2005წწ. ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორია, ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 2005-2019წწ. გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია, მთავარი სპეციალისტი (ხარისხის მენეჯერი); 2005 წლიდან საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2017წწ. მონაწილეობდა ისეთ საერთაშორისო პროექტებში როგორიცაა: NATO სამეცნიერო პროგრამა–სამხრეთ კავკასიის მდინარეთა მონიტორინგის პროექტი; "DEMMS" საქართველო-ფინეთის პროექტი–გარემოს მონიტორინგისა და მართ­ვის სისტემების განვითარება საქართველოში; TACIS – ევროკავშირის პროექტი: ტრანს-სასაზღვრო მდინარეთა მართვა მდ. მტკ­ვ­რის აუზისათვის – სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; საქართველოს წყლები – "წყლის მონიტორინგის და მენეჯმენტის სიტემე­ბის დანე­რგვა საქართველოში" - საქართველო-ფინეთის პროექტი; "საქართველოში რისკის ქვეშ მყოფი წყლის ობიექტების წყლის დაცვის გაძლიერება ჩამდინარე წყლების ხარისხის მაკონტროლებელი სისტემისა და მონიტორინგის მეშვეობით". არის 2024 წელს შოთა რუსთაველის ერ­ო­ვნული სამეცნი­ე­რო ფონდის FR-23–6375 ფუნდამენტური კვლევების გამარჯვებული გრანტის "ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით"- სამეცნიერო ხელმძღვანელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის აკადემიური დოქტორი. 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: