| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ქ. ოდესის პიროგოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1943-1945წწ. გაწვეულ იქნა ომში. იბრძოდა ცენტრალური ფრონტის ბრძოლებში. მძიმედ დაჭრილი, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დემობილიზდა საქართველოში; 1953-1954წწ. იყო ყარაგანდის ოლქის ქ. ჯამბულის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954-1956წწ. ქ. გაგრის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1956-1959წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტი პროფესორ დ. მამარდაშვილის ხელმძღვანელობით; 1959-1961წწ. ქ. ბიჭვინთის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1961-1964წწ. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მე-2 ქირურგიული განყოფილების ქირურგი (დაეუფლა უროლოგიის პრქტიკულ დარგს პროფესორ ე. თოდაძის ხელმძღვანელობით); 1964-1967წწ. ბირმის ერთ-ერთი შტატის ქ. ტაუნჯის ჰოსპიტლის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1967-1972წწ. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი-უროლოგი; 1973-1974წწ. ქ. ქუთაისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე; 1974-1991წწ. ვაკე-საბურთალოს მთავარი უროლოგი და ქალაქის 28-ე პოლიკლინიკის ქირურგი-უროლოგი; პარალელურად კითხულობდა ლექციებს სამედიცინო სამსახურის შესახებ ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში. შექმნა განსხვავებული ტიპის უროლოგიური ბალონიანი კათეტერი (კათეტერი დღესაც წარმატებით გამოიყენება ქ. თბილისისა და ბაქოს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტებში), ასევე, შეიმუშავა გულის მწვავე უკმარისობის სრულიად ახალი ეფექტური მეთოდი, საბჭოეთში პირველი მცირეგაბარიტიანი ხელოვნური გული და პნევმატური სტიმულატორი; მისი ექსპერიმენტული ნაშრომები იბეჭდებოდა როგორც საქართველოში, ასე საბჭოეთისა და უცხოურ ჟურნალებში. იგი დაჯილდოებული იყო სამამულო ომის მედლებითა და ორდენით, სიგელებით. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკო - პათომორფოლოგიური პარალელები მწვავე ქოლეცისტიტის დროს", დაიცვა 1972 წელს ქ. ერევანში. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.445-447 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

