The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ ფროლოვი

ბესარიონ ფროლოვი
Date of birth:1876
Date of death:1940  (at 64 years)
Burial location:ბათუმის ცენტრალური სასაფლაო
Category:Medical Doctor, Scientist, Explorer

Biography

ბესარიონ ფროლოვი ბათუმში ჩავიდა 1902 წლის ოქტომბერში. საქალაქო საავადმყოფოს გახსნის პირველი დღეებიდან მუშაობდა ქირურგიული განყოფილების შტატგარეშე ორდინატორად. ამავე დროს მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალშიც. 1907 წელს ის ორი წლით მიავლინეს პეტერბურგში სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში დახელოვნებისათვის, შემდეგ კვლავ მუშაობდა ბათუმის ჰოსპიტალსა და საავადმყოფოში. 1912 წელს ბესარიონ ფროლოვი ერთი წლით უცხოეთშიც იმყოფებოდა, რითაც კიდევ უფრო გაიფართოვა ევროპული ცოდნა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იგი იყო საველე ჰოსპიტალის უფროსი, ბათუმის ციხე-სიმაგრის ქირურგი, თემირ-ხანშურის ლაზარეთის უფროსი ექიმი, რუსეთის ქალაქთა კავშირის ბათუმის 2000 საწოლიანი ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, ომის დამთავრების შემდეგ კი ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს მთავარი ექიმი და განყოფილების გამგე. ჯერ კიდევ 1904 წელს ბესარიონ ფროლოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ "ბათუმში კენჭოვანი დაავადება საერთოდ იშვიათია, ხოლო თირკმლის კენჭები კიდეგ უფრო იშვიათი. ეს აზრი შემდგომ წლებში დაადასტურა აკადემიკოსმა ა. პ. წულუკიძემ, რომელიც ამბობდა: "აღმოსავლეთ საქართველოში კენჭოვანი დაავადება შვიდჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ საქართველოშიო". მომდევნო წლებში ბესარიონ ფროლოვმა გამოაქვეყნა სამეცნიერო შრომები: "ბათუმის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების 1904-1906 წლების ანგარიში", "საოპერაციო ველის დეზინფექცია გროსიხის მეთოდით" და სხვ. აჭარაში ქირურგიული აზროვნების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოების სხდომებზე ბესარიონ ფროლოვის მრავალრიცხოვან მოხსენებებს, კამათში გამოსვლებს, ავადმყოფების დემონსტრაციას და სხვ. ბათუმში დაბეჭდილ ექიმთა საზოგადოების კრებულებში გამოქვეყნდა მისი 17 სამეცნიერო ნაშრომი, ასევე რეგულარულად იბეჭდებოდა რუსულ ჟურნალებსა და კრებულებში. აქტიურ პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას ბესარიონ ფროლოვი აგრძელებდა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდშიც, როცა თავისი თანამდებობა გადააბარა უმცროს კოლეგას, შემდგომში სახელგანთქმულ ქართველ ქირურგს ვალერიან მაქაცარიას. ბორის ფროლოვს 1927 წელს  აჭარის საზოგადოებრიობამ დაბადებიდან 50 წლის იუბილე გადაუხადა, ხოლო აჭარის ექიმთა საზოგადოებამ თავის საპატიო წევრად აირჩია. დაკრძალულია ბათუმის ცენტრალურ სასაფლაოზე, ხოლო მის სახლს ვახტანგ გორგასლის ქუჩაზეში გაკეთებული აქვს მემორიალური დაფა. მედიცინის დოქტორი.

წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.80-82

Bibliography


Share: