The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ფენსტერი

მიხეილ ფენსტერი
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:1939  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია. 1895 წელს მიხეილ ფენსტერი დანიშნეს ბათუმის ჰოსპიტლის უფროს ორდინატორად და ქირურგად, ხოლო 1912 წელს ჰოსპიტლის მთავარ ექიმად. პირველი მსოფლიო ომის დროს ეკავა ციხე-სიმაგრის ექიმის თანამდებობა. იგი წელიწადში დაახლოებითი 600-მდე ოპერაციას აკეთებდა. მიხეილ ფენსტერმა ბათუმში პირველმა გააკეთა ღრუ ორგანოების ოპერაციები. ყოველდღიურად ამბულატორიულად 50-მდე ავადმყოფს ღებულობდა. მის მიერ ევროპულ დონეზე შესანიშნავად აღჭურვილ საოპერაციოში ახალგაზრდა ექიმები დიდი წარმატებით მუშაობდნენ, ეცნობოდნენ უახლესი აპარატურისა და მოწყობილობის გამოყენების წესებს. მიხეი ფენსტერის მეორე ძირითადი თემა ბათუმის კლიმატის შესწავლა იყო, რაზეც ხშირად აკეთებდა მოხსენებებს. ბათუმის ზღვის სანაპიროსა და აჭარის მთიანი კურორტების პოპულარიზაციაში დიდი დამსახურება სწორედ მას მიუძღვის. თავისი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა როგორც სხვადასხვა შრომათა კრებულებში, ასევე რუსეთის ჟურნალ-გაზეთებსა და სამედიცინო-პოპულარულ გამოცემებში. შემონახულია მისი 23 ნაბეჭდი შრომა მედიცინის სხვადასხვა დარგებში. მედიცინის დოქტორი.

წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.82-84

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: