The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე სოკოლოვსკი

ივანე სოკოლოვსკი
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:1931  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

აჭარაში სამედიცინო სამსახურის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ექიმი ივანე სოკოლოვსკი, რომელმაც მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს იღვაწა ბათუმში. 1903 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ის ასრულებდა ბათუმის ოლქის ექიმის მოვალეობას, თუმცა ადმინისტრაციული დატვირთვა არ უშლიდა ხელს პრაქტიკულ საქმიანობაში პირიქით, აქტიურად მუშაობდა ოტორინოლარინგოლოგიაში, ასევე სარგებლობდა თანამდებობრივი მდგომარეობით და ბათუმელ ექიმებს ხელს უწყობდა ზოგიერთი ჩანაფიქრის განხორციელებაში. ბათუმის ექიმთა საზოგადოებაში (რომლის წევრი და ერთხანს თავმჯდომარის ამხანაგიც იყო) გამოსვლის დროს ივანე სოკოლოვსკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ოლქის მოსახლეობის დაავადებიანობის შესწავლას, განსაკუთრებით მალარიას და თვლიდა, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ექიმთა ერთსულოვანი მოქმედებით, შრომის და სხვა საშუალებების კოოპერაციის გზით. იგი აქტიურად მონაწილეობდა განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ბრძოლის პროგრამების შედგენაში, მიუთითებდა ამიერკავკასიაში ამ დარგში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე და სვამდა ბათუმისა და მისი მიდამოების გაჯანსაღების საკითხებს. ივანე სოკოლოვსკი შედიოდა კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა ბათუმში ზღვის აბაზანების მოწყობის გეგმა. 

წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.84-85


გააზიარე: