| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნ. ივანოვი![]()
ბიოგრაფიან. ივანოვი 1911 წელს ბათუმის სამხედრო ჰოსპიტლის უფროს ორდინატორად დაინიშნა, იმავე წელს ის ექიმთა საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1916 წელს ჰოსპიტლის მთავარ ექიმად დააწინაურეს, სადაც უმძიმეს წლებში მოუხდა მუშაობა. ეს იყო ინგლისელთა და თურქთა ოკუპაციის წლები. მიუხედავად ამისა, ნ. ივანოვი ყოველმხრივ ცდილობდა ახლოს ყოფილიყო ბათუმელ ექიმებთან და ექიმთა საზოგადოებასთან, კითხულობდა მოხსენებებს, განსაკუთრებით ბათუმში სანიტარული წესების დაცვის და გაჭუჭყიანებასთან ბრძოლის საკითხებზე. მის ინტერესებში შედიოდა აგრეთვე მალარიის შესწავლა და მის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ თემაზე მან მრავალი მოხსენება მოამზადა და წაიკითხა მალარიის სექციის სხდომებზე, აღწერა ატიპური შემთხვევები, ასევე აკეთებდა სამხედრო ჰოსპიტალში 1911-1912 წლებში გატარებული ავადმყოფების მეცნიერულ ანალიზს. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.84-85
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

