The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აგლაძე

გიორგი აგლაძე
დაბადების თარიღი:1945
გარდაცვ. თარიღი:2012  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემების ელექტრიკოსად; რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ შეტანილია 2009-2010წწ. "მსოფლიო საუკეთესო ინჟინერთა ასეულში". გამოქვეყნებული ჰქონდა 130 სამეცნიერო შრომა. მიღებული ჰქონდა 33 ნაციონალური და საერთაშორისო პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დანერგილია წარმოებაში, ხოლო მათზე ლიცენზიები გაყიდულია გერმანიაში, შვეიცარიაში, იაპონიაში, ჩეხეთში, ბულგარეთში, სამხრეთ კორეაში. ელექტრიკოსი, ქიმიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.24

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ელექტროქიმიური საზოგადოება, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს საინჟინრო და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

გააზიარე: