| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ფინკელშტეინი![]()
ბიოგრაფიაგამოჩენილი მეცნიერისა და ქირურგის ბორის ფინკელშტეინის სახელი ცნობილი იყო არამარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირშიც და მის ფარგლებს გარეთაც. 1902 წლამდე ის პეტერბურგში ობუხოვის საავადმყოფოს ორდინატორი იყო, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ბათუმელი ექიმების თხოვნით ჩავიდა ბათუმში და პირველი დღიდანვე სათავეში ჩაუდგა ახლადგასხნილ საქალაქო საავადმყოფოს. კ. მხეიძის, გ. ელიავას, გ. ვოლსკის და სხვათა მხარდაჭერით ბორის ფინკელშტეინმა დიდი ადმინისტრაციულ-სამეურნეო მუშაობა გააჩაღა, გაზარდა საწოლთა რიცხვი, სამედიცინო პერსონალის ადგილები, საავადმყოფო უზრუნველყო ელექტროენერგიით, რაც იმ დროისათვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო, კეთილმოაწყო ეზო და მიმდებარე ტერიტორიები. მისივე ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა ბათუმის საავადმყოფოს ყოველწლიური ანგარიშების გამოცემას, რომელიც 1904-1913 წლებში რეგულარულად გამოდიოდა, ისინი გამდიდრებულია სტატისტიკური მაჩვენებლებით და უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმდროინდელი სტაციონარული დახმარების შეფასებისათვის. ბათუმშივე ბორის ფინკელშტეინს დაებადა იდეა მოემზადებინა ნაშრომი ელენთის დაავადებებზე, რომელიც მოგვიანებით დაასრულა, ამისათვის გამოიყენა ბათუმური შთაბეჭდილებები. ნიჭიერი მედიკოსი ფართოდ იყენებდა ექიმთა საზოგადოების ტრიბუნას, მარტო 1903 წლის განმავლობაში სამეცნიერო სხდომაზე გააკეთა 14 მოხსენება მედიცინის სხვადასხვა დარგებში, უპირატესად ქირურგიაში. რევოლუციის შემდეგ ბორის ფინკელშტეინი, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო, თავის ძმასთან ბესარიონთან ერთად (ისიც ექიმი იყო) 1906 წელს ბათუმიდან ბაქოში გაასახლეს. მიუხედვად ამისა, ბათუმელ ექიმებთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია, ერთმანეთთან ჰქონდათ საქმიანი და მეგობრული მიმოწერები. ხვდებოდნენ ყრილობებსა და კონფერენციებზე და უზიარებდნენ დიდ გამოცდილებას. მალე იგი ბაქოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი გახდა და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ქირურგიის კათედრას. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.89-91
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

