The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ტაბატაძე

მარიამ ტაბატაძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1980  (45 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, დიპლომატი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 2001 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით, სპეციალობა-ანალიზური ქიმია 2003 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხით 2018 წელს.

2004-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ნიადაგისა და წყლის განყოფილება, სტაჟიორ მკვლევარი; 2005-2006წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს ს.ს.ი.პ. პოლიტექნიკური კოლეჯი, ქიმიის კათედრა, მიწვეული ლექტორი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგის ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანებისა და პროგნოზირების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი (2008).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: