The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესი

ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესი
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1908  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზო, ბათუმი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კერასუნდაში (ახლანდელი გირესუნი), თურქეთი.

დაიბადა სოფლის მასწავლებლის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ტრაპიზონში, ხოლო შემდეგ საბერძნეთში წავიდა და დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში მუშაობდა პარიზში ცნობილი მეცნიერების ჟაკუს (შინაგანი სნეულებანი), შარკოს (ნერვული სნეულებანი) და პანასას (თვალის სნეულებანი) კლინიკებში. 1887 წელს ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესი რუსეთში ჩავიდა, პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში ჩააბარა გამოცდები და მედიცინის დოქტორის ხარისხის მოპოვების უფლება მიიღო. იმავე წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. მალე ახალგაზრდა მკურნალმა დიდი სახელი მოიხვეჭა. მას დახმარებისთვის მიმართავდნენ არა მარტო ბათუმის ოლქის, არამედ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლები, საკონსულტაციოდ იწვევდნენ ფოთში, სოხუმში, ქუთაისში. 1892 წელს ენერგიულად იბრძოდა ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ და უსასყიდლოდ ემსახურებოდა ავადმყოფებს, განაგებდა ქოლერის ბარაკებს, ხოლო 1894 წლიდან ახალი საავადმყოფოს გახსნამდე, ხელმძლვანელობდა ბათუმის ქსენონს. ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესი ყოველწლიურად იმაღლებდა კვალიფიკაციას რუსეთის და ევროპის ქვეყნების კლინიკებში, რამაც საშუალება მისცა საფუძვლიანად შეესწავლა მედიცინა. მისი კვლევის თემები იყო მალარიის სხვადასხვა ფორმები, კლიმატოლოგია, ბალნეოლოგია, ნევროლოგია ინფექციური სნეულებანი და სხვ. მარტო მის მიერ დაფუძნებულ ბათუმის ექიმთა საზოგადოების შრომებში 21 მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი შრომები ქვეყნდებოდა რუსეთისა და საფრანგეთის ჟურნალებში. 1903-1914 წლებში ხელმძლვანელობდა ბათუმის ექიმთა საზოგადოებას. 1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმის საბჭოს დარბაზში გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს ხმოსნებმა ექიმ ტიმოლეონ ტრიანტაფილიდისს მადლობა გამოუცხადეს გაწეული შრომისათვის, ხოლო 1902 წლის 1 დეკემბერს ბათუმში გამართულ ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნად აირჩიეს. მან დიდი როლი შეასრულა უცხოეთის მოწინავე მეცნიერებთან ქართველი სპეციალისტების დაახლოებაში, რამაც ხელი შეუწყო ევროპული მოწინავე მედიცინის დანერგვას. დაჯილდოებული იყო შარკოს საიუბილეო მედლით, ხოლო ბათუმის ექიმთა საზოგადოებამ მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ (მოკლეს ბანდიტებმა), 1910 წელს გამოსცა ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესის შრომების კრებული, რომლის შესავალი წერილი ა. ლავერანს ეკუთვნის. ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესს სამედიცინო საქმიანობაში ყოველთვის მხარში ედგა და ეხმარებოდა მეუღლე, ბერნის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი, ვერა ლაზარეს ასული კოტლიარევსკაია-ტრიანტაფილიდესი (1861-1946). ბათუმის ოლქში ევროპული სამოქალაქო მედიცინის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2021 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სამ ცნობილ, დამსახურებულ ბათუმელ ექიმზე - პლატონ გიგინეიშვილზე, გრიგოლ ვოლსკიზე და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისზე რეჟისორმა ირაკლი კიკვაძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ექიმები ბათუმიდან". 

წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.85-86; youtube.com (ფოტო); oldwp.civil.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: