The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარეჯან დუღაშვილი

დარეჯან დუღაშვილი
Date of birth:2 August, 1977  (48 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 1998 წელს; იგივე უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით, სპეციალობით-გარემოს ქიმია 2000 წელს.

1996-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი, ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის კათედრა, მკვლევარი; 2006-2010წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2013-2019წწ. შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი", საგამოცდო ლაბორატორია, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2018 წელს გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი (Bundesinstitut für Risikobewertung (BfR), ექსპოზიცია (დეპარტამენტი), მეცნიერი; 2019 წლიდან სოფლის და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარების ინსტიტუტი (RAPDI), კონსულტანტი; 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნუვერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, ელეტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2023 წლიდან ჩეხეთის განვითარების სააგენტო, თბილისის წარმომადგენლობა, კოორდინატორი. არის 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი გარემოს ქიმიისა და სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სფეროებში. ქიმიის აკადემიური დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: