The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ტრაპაიძე

ვაჟა ტრაპაიძე
Date of birth:19 August, 1976  (49 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, სპეციალობა-ჰიდროლოგია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრანტის ხარისხით, სპეციალობა-ჰიდროლოგია 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგია, წყლის რესურსების კათედრის დოქტურანტურა 2024 წელს. 

2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრის: 2006-2010წწ. ასისტენტ პროფესორი, 2010 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2018 წლიდან დეკანის მოადგილე სამეცნიერო სფეროში; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  სამეცნიერო ინტერესები: ჰიდროლოგია, საზღვაო და სანაპირო პროცესები, ჰიდროსტიქიური მოვლენები. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography

  • კომპლექსურ-გეოგრაფიული პრაქტიკა : საველე სახელმძღვანელო (Editor). - თბილისი, უნივერსალი, 2025. - 142გვ.. - ISBN: 9789941521447
  • თბილისი : თანამედროვე გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური პროცესი (Editor). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2024. - 56გვ.. - ISBN: 9789941361708
  • ზოგადი ოკეანოლოგია (Author) // ნაწ. 1, (ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013. - 212გვ.. - ISBN: 9789941132704
  • ზოგადი ჰიდროლოგია : ხმელეთის წყლების ჰიდროლოგია : სახელმძღვანელო (Co-Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 222გვ.. - ISBN: 9789941132254

Share: