| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ხვედელიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით 1955 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1963 წელს; მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის დოქტურანტურა 1985 წელს. 1989-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრის გამგე; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების: 2013-2018წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2006წწ. თსუ ფიზიკის ფაკულტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი; 1996 წლიდან კითხულობს სპეციალურ საგნებს თსუ-ში სემესტრული კონტრაქტით; 1997-2006წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორი; თბილისის 53-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი 55 წლის განმავლობაში; უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი, თბილისის საპატიო მასწავლებელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (დისერტაცია დაიცვა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში 1985 წელს). პროფესორი (1988). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

