| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ტუშინსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო სასწავლებელი 1908 წელს. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1908-1924 წლებში მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის (ლენინგრადის) ობუხოვსკაიას საავადმყოფოში. 1914-1918 წლებში იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. 1924 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო 1930 წლიდან გახდა პროფესორი და შინაგანი მედიცინის პროპედევტიკის კათედრის ხელმძღვანელი. 1942-1949 წლებში იყო ლენინგრადის პირველი მთავარი ექიმი. 1932-1952 წლებში იყო ლენინგრადის ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება პულმონოლოგიას, ჰემატოლოგიას, ინფექციურ დაავადებებსა და მედიცინის ისტორიას. მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიხეილ ტუშინსკის შრომებმა, რომლებიც მან ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგად მოამზადა. იგი 1909 წელს ბათუმში ჩავიდა ი. ი. ივერსენთან ერთად. მათი მიზანი იყო მალარიის სამკურნალოდ ბათუმში გამოეცადათ დიდი გერმანელი მეცნიერის პაულ ერლიხის მიერ 1907 წელს შემუშავებული პრეპარატი "606" (სალვარსანი). დაკვირვებები ტარდებოდა ექიმ კ. მხეიძესთან ერთად ბათუმის საავადმყოფოში და ბათუმის სამხედრო ჰოსპიტალში. შემდგომში დაკვირვებებისათვის მიხეილ ტუშინსკი ბათუმში 1912 წელსაც ჩავიდა და ექიმთა საზოგადოების მორიგ სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით - "მალარიის მსგავსი დაავადებები და მათთან ბრძოლა". მაშინ სწორედ მიხეილ ტუშინსკიმ წამოჭრა საკითხი, რომ კავკასიის სამალარიო კომიტეტს თავისი ერთ-ერთი ექსპედიცია ბათუმში მოეწყო. მის ბათუმში ყოფნას მიეძღვნა საგანგებო სხდომაც, რომელზეც გააკეთა მოხსენება - "ჭაობის ცხელების დროს სალვარსანისა და ნეოსალვარსანის მოქმედების საკითხისათვის". ამგვარად მალარიის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ბათუმში დამუშავდა მიხეილ ტუშინსკის მიერ ბათუმელი ექიმების აქტიური მონაწილეობით. აკადემიკოსი, ინფექციონისტი. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.99-100
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

