The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ბუაჩიძე

ნუგზარ ბუაჩიძე
Date of birth:2 May, 1949  (77 years)
Category:Engineer, Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; მოსკოვის ვერნადსნკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს.

1997-2005წწ. იყო ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიის: ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 2002-2007წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1992-2002წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2002-2006წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი; 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2022 წელს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშორისო წამყვან ჟურნალებში (მათ შორის იმფაქტ ფაქტორიანებშიც). მან ხუთჯერ მოიგო და იყო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული (როგორც ექსპერტს) NATO-ს, UNDP-ის, USAID-ის, სოროსის და სხვა საერთაშორისო პროექტებში. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ხშირად არის მიწვეული ასევე ფორუმებზე და სიმპოზიუმებზე (თურქეთში, ინდოეთში, საფრანგეთში, სინგაპურში, იტალიაში, საბერძნეთში და სხვა). მიღებული აქვს 10-მდე სერტიფიკატი აქტიური მეცნიერული მოღვაწეობის აღსანიშნავად. ქიმიის აკადემიური დოქტორი. 

სადისერტაციო თემა - "ვერცხლისწყლის არსებული ფორმები ზედაპირულ წყლებში", დაიცვა 1984 წელს, მოსკოვის ვერნადსნკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტში.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: