The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხერხეულიძე ნოდარ

ხერხეულიძე ნოდარ
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 1995  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1949 წელს. 

1949-1952წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1952 წელს თიანეთის რაიონის პედიატრი; 1955-1958წწ. ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1958-1960წწ. თერაპიული განყოფილების ექიმი-დიეტოლოგი; 1960-1964წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასისტენტი; დოცენტი (1964-1978), დოქტორი (1976), ამავე კათედრის პროფესორი (1978-1979); 1979-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგე. 90-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და ამასთანავე, შესანიშნავი ლექსების (ნაბეჭდი თუ ხელნაწერის სახით) ავტორი. ქართველი ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.495


გააზიარე: