The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადია მოდებაძე

ნადია მოდებაძე
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:24 თებერვალი, 1986  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ჭიათურის ნაგუთის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მორძგვეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ქ. ჭიათურის სამედიცინო სკოლა 1940 წელს.

1936 წელს მუშაობა დაიწყო ჭიათურის საშუალო სკოლის მასწავლებლად. 1940-1986წწ. ქ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების მედდა. მან რამდენჯერმე აიმაღლა კვალიფიკაცია ქ. თბილისში.  დაგროვილ წლებში იგი საზოგადო მოღვაწეობასაც ეწეოდა. დაჯილდოებულია ბევრი სიგელითა და მადლობით. დროთა განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა გამოცდილ მედდად, რომელიც 46 წლის მანძილზე თავდადებითა და გულისხმიერებით ემსახურა ქართველ საზოგადოებას. სამეანო-გინეკოლოგიური დარგის გამოცდილი პრაქტიკოსი მედდა.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.495-496

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის ჭიათურის საქალაქო კომიტეტი, თავმჯდომარე
  • საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური კომიტეტი პრეზიდიუმი, წევრი
  • ქ. ჭიათურის საავადმყოფო, პარტბიუროს მდივნის მოადგილე, მდივანი

გააზიარე: