The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა თათენაშვილი

თეა თათენაშვილი
Date of birth:14 January, 1978  (48 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2001 წელს; 2024 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2024 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე - "ქართველთა შორის კათოლიკობის ისტორიისათვის : მამა პეტრე ტატალაშვილი" (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა).

ნაშრომში სიღრმისეულად არის გაანალიზებული სტამბოლის ქართული სავანის ბოლო წინამძღვრის, მამა პეტრე ტატალაშვილის ცხოვრება და მისი განსაკუთრებული წვლილი ქართულ საგანმანათლებლო საქმიანობაში სტამბოლის ქართულ მონასტერში. აღნიშნული მიმართულებით მეცნიერული ძიების აღიარებასა და გაღრმავებას ხელი შეუწყო 2023 წელს მოპოვებულმა FARIG-ის (აკადემიური კვლევების მეგობრობა საქართველოში) სიმონ ზაზაძის სახელობის სამეცნიერო გრანტმა. საგრანტო პროექტის ფარგლებში, მკვლევარმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა თურქეთში, სადაც სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის არქივში დაცული უნიკალური პირველწყაროები შეისწავლა. აღნიშნული კვლევის ფარგლებში არქივში მოძიებული მასალები საფუძვლად დაედო მის ნაშრომებს, რომლებიც ქართულ-ევროპული კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა (farig.org). თ. თათენაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა, როგორც ახალგაზრდა მკვლევრისა, მულტიდისციპლინური ხასიათისაა და მოიცავს საქართველოს ისტორიის, რელიგიის სოციოლოგიისა და თანამედროვე განათლების ეკოსისტემების კომპლექსურ შესწავლას. მისი აკადემიური ინტერესების ცენტრალურ მიმართულებას სტამბოლის ქართული სავანის ისტორია და მისი გამოჩენილი მოღვაწეების ღვაწლის კვლევა წარმოადგენს. თ. თათენაშვილის კვლევის თანამედროვე ინტერესები მჭიდროდ უკავშირდება უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციას. იგი იკვლევს ციფრული განათლების განვითარების პერსპექტივებს და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის (Industry5.0) გამოწვევებს რეგიონული უნივერსიტეტების "მესამე მისიის" კონტექსტში. ამ მიმართულებით მისი ნაშრომები წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციებზე დუბაისა (TERA) და განჯაში. 2009 წლიდან მუშაობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. პარალელურად არის ამავე უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი. აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის Erasmus+ -ის პროგრამაში (PRODIGE), როგორც კოორდინატორი და მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნირო სტატიები: "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და კოვიდ-19-ის პანდემია" / T. TATENASHVILI //თურქული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი - "კარადენიზი", ტომი 48, თურქეთი,2020 3 დეკემებრი, გვ.231-245; "რელიგიური სიტუაცია მულტიეთნიკურ გარემოში" (სამცხე-ჯავახეთის მაგალითი) /T. TATENASHVILI // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, [S.l.], n. IV, p.134-147, dic. 2020. ISSN 2449-285X; "Father Petre Tatalashvili – The Last Prior of The GeorgianMonastery in Istambul" / T. TATENASHVILI // საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი "Dergi Karadeniz / დერგი ქარადენიზ", ივნისი, 2023; "ფერიქოის დღესასწაულები" / T. TATENASHVILI // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, (X),2023,გვ.204-220;  "მამა პეტრე ტატალაშვილის საგანმანათლებლო საქმიანობა სტამბოლის ქართულ სავანეში" / T. TATENASHVILI // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, (IX), 2023, გვ.132-154; "სტამბოლის ქართული სავანის როლი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში" (The Role of Georgian Monastery of Istanbulin Georgian-European Relationship / T. TATENASHVILI , N. ZAZADZE // საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი "Dergi Karadeniz / დერგი ქარადენიზ", ივნისი, 2024; "ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა: თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მიდგომები"/ დ. ჩოჩიშვილი, თ. თათენაშვილი, დ. ნადირაძე // საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი Grail of Science, აპრილი,2026.


Share: