| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია მელაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი) აგროინჟინერის კვალიფიკაციით 1985 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 1986-1992წწ. სოფლის მეურნეობის აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალი ("ცინაო") რადიოლოგიის განყოფილება, აგროქიმიკოსი; 1992-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, ბუნებრივი რესურსების განყოფილება, უფროსი ლაბორანტი; 2005-2015წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აგროეკოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2005-2011წწ. სსიპ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2011 წლიდან ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტი, აგროეკოლოგიის განყოფილების გამგე; 2011-2013წწ. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2014 წლიდან აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2025 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2007-2011წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2011, 2013 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, პასუხისმგებელი მდივანი; 2016 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, "ადამიანი და ბიოსფეროს ეროვნული კომიტეტის" (UNESCO) წევრი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2005). პროფესორი (2005). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

