The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი შავლიაშვილი

ლალი შავლიაშვილი
Date of birth:20 August, 1947  (78 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი, ნიადაგმცოდნის კვალიფიკაციით 1971 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ასპირანტურა სპეციალობით-აგროქიმია, ფიტოპათოლოგია და მცენარეთა დაცვა.

1971-2013წწ. ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, შემდგომში საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი) წყლისა და ნიადაგის ლაბორატორია, გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, ტექნიკოსი, უფროსი ტექნიკოსი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2013-2019წწ. საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; არის  შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 4 გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2017 წელს მონაწილეობდა UNDP გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის, "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმ­ჯო­ბე­სები­სა და მის შესახებ­ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში", როგორც ნიადაგის ექსპერტი. მონაწილეობს მრავალ ადგილობრივ და საზღვარგარეთის საერთაშორისო ფორუმში: საქართველოში, ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, ესპანეთში, რუსეთში და სხვა. აქვს 100-მდე პუბლიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის 2 მონოგრაფია. აკადემიური დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography


Share: