| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ანდრიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. 1940-1946წწ. გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1940-1943წწ. მუშაობდა სანინსტრუქტორთა სკოლის ლექტორად ინფექციურ, შინაგან და ფიზიოლოგიურ დისციპლინებში ქალაქებში: თბილისი, ლენინაკანი, ბაქო; 1943-1946წწ. ამიერკავკასიის სამხედრო საოლქო 367-ე ევაკოჰოსპიტლის ოფიცერთა თერაპიული განყოფილების ორდინატორად; 1946-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1959-1965წწ. აქვე, კლინიკური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელად; 1965-1966წწ. აქვე სამეცნიერო პოლიკლინიკური განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებლად, ამავე განყოფილების გამგედ (1966-1974); 1974-1977წწ. სირიის დასავლეთის 4 რაიონის ექიმად, სადაც საბჭოთა სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა წყლის რესურსების შესწავლა; 1977-1979წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-პოლიკლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1979-1985წწ. საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი - კარდიოლოგი. არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის 1 გამოგონებაა - "ვენა ფიქსატორის შესახებ". აქტიურად იყო ჩაბმული ინსტიტუტის საზოგადოებრივ საქმიანობაში, სამჯერ მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო ექსპედიციებში, ჰიპერტონიული დაავადების გავრცელების შესწავლის მიზნით. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1954), დამსახურებული პენსიონერი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.529-530
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

